ინკლუზიური განათლების თემაზე მიმდინარე ტრენინგი დასრულდა

0

Loffgo4საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ ტრენინგი მოაწყო. აღმზრდელებს და ფსიქოლოგებს საგანმანათლებლო სემინარი ჩაუტარდათ თემაზე – ინკლუზიური განათლება. ოთხი დღის მანძილზე ბაღის თანამშრომლები ეცნობოდნენ ინკლუზიური განათლების სამუშაო სტრატეგიების და ქცევის მართვას.

„ბაღის თანამშრომლებისთვის ტრენინგს სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოწვევით ვატარებთ. ოთხი დღის მანძილზე მათ გავაცანით ინკლუზიური განათლების სტრატეგია, თუ როგორ უნდა იმუშაონ აუტიზმით დაავადებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. ასევე განვიხილეთ თამაშით სწავლების მეთოდები, სამი დღე ინტენსიური ტრენინგი მიმდინარეობდა, დღეს კი მათ შეავსეს ტესტები და გადაეცემათ სერთიფიკატები“, -აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ წარმომადგენელმა თათია მჭედლიშვილმა.


Share.

Comments are closed.