ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის მემორანდუმი გაფორმდა

0

11061713_1028290037232115_4198024570782334982_nდღეს დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,რომელიც ეროვნული უმცირესობებით  კომპაქტურად დასახლებულ  რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციისათვის სახელმწიფო ენის სწავლების განსაკუთრებულ პრიორიტეტულობას ითვალისწინებდა. მინისტრები  შეთანხმდნენ,  რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან მმართველობის სფეროში მოქმედი ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ’’ და ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ’’ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისთვის ქართული ენის სწავლება, ვინაიდან ამაღლდეს მათი ცოდნა- გამოცდილება, კვალიფიკაცია,  რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მინისტრები მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი:

– ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს , რომ იუსტიციის სამინისტრომ უკეთესად შეძლოს თანამშრომლობა ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან’’ ვინაიდან განათლების სამინისტრომ გამოიყენოს ის  ძლიერი ინფრასტრუქტურა , რომელიც იუსტიციის  სამინისტროს აქვს.  ჩვენ ავაშენეთ და გავხსენით არაერთი საზოგადოებრივი ცენტრი და მინდა რომ ეს ობიექტები ყველა სამინისტრომ გამიყენოს, რათა სახელმწიფო ახლოს და მჭიდრო კავშირში იყოს ხალხთან.  დაბა კაზრეთის სერვისცენტრში  და  დანარჩენ სხვა ცენტრებში ქართული ენის სწვლების კურსები აქტიურად იფუნქციონირებს, რომ ეთნიკური  უმცირესობები  დაეუფლონ  ქართულ  ენას. ვინაიდან ქართული ენის გარეშე  შეუძლებელია   დასაქმდნენ საჯარო სამსახურებში და მიიღონ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა.

თამარ სანიკიძე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი:

-ძალიან საჭირო დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, მემორანდუმის ფარგლებში ვაპირებთ გამოვიყენოთ  დაბა კაზრეთის სერვისცენტრი,  რომ ჟვანიას სკოლამ გაააქტიუროს თავისი პროგრამები,  კონკრეტულად იმ დასახლებებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. სახელმწიფო ენის სწავლება  ქვეყნის პრიორიტეტია, ამიტომ მაქსიმალურად მოხდება აღნიშნული სერვისის ათვისება, რომ ქართული ენა ვასწავლოთ ყველას ვისაც  ამის სურვილი აქვს.

ქეთევან ჯაყელი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი:

-ამ დოკუმენტის ხელმოწერა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დამატებითი  ხარჯების  გარეშე,მსურველებს გავუწიოთ მომსახურეობა სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით.

 


Share.

Comments are closed.