დაპირებიდან თითქმის ერთ თვეში კაზრეთში უფასო Wi-Fi ჩაირთო

0

403936_393007447427047_2050475807_n21 სექტემბერს დაბა კაზრეთში უფასო Wi-Fi ჩაირთო. სწრაფი, ხარისხიანი, წამში 10 მეგაბაიტის სიმძლავრის ინტერნეტით დაბა კაზრეთის მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის სამ წერტილში (სკვერში) შეუძლიათ სარგებლობა. გაშვებული Wi-Fi-ის სიმძლავრე მაქსიმალურია, რომელსაც სკვერების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი სახლის მობინადრეებიც მოიხმარენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით დაბა კაზრეთში შევისწავლეთ და შევადგინეთ Wi-Fi-ს მიმღები წერტილები და ხელშეკრულება გავაფორმეთ ინტერნეტ პროვაიდერ თებელაინთან. აღნიშნული კომპანია ერთ წლიანი გარანტიით უზრუნველყოფს ინტერნეტის მიწოდებას, მაქსიმალური სიჩქარის Wi-Fi-ს მოხმარება ერთდროულად ათეულობით მსურველს შეუძლია“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების უფროსმა თორნიკე ღამბარაშვილმა.

უფასო ინტერნეტი ქალაქ ბოლნისის სკვერებსა და კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარე ზაფხულს ჩაირთო.

 


Share.

Comments are closed.