დადგენილებაში ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ ცვლილება შევიდა

0

10421445_832488926807046_6481644090163053900_n„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ’’ სოციალურ პაკეტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცვლილება შევიდა.
ნინო მანაგაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსი:
-,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #279 გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, კატეგორიების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებ ბენეფიციარებს სხვადასხვა ოდენობით გაეზრდებათ სოციალური გასაცემელი.
ცვლილება შეეხებათ:
1. დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი -504 ლარის ოდენობით;
2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 404 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მარტოხელა მშობელს – 304 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს -233 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს, ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 204 ლარის ოდენობით;
6. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 204 ლარის ოდენობით;
7. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 182 ლარის ოდენობით;
8. მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს, ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს -182 ლარის ოდენობით;
9. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს, ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 167 ლარის ოდენობით;
10. სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 160 ლარის ოდენობით.


Share.

Comments are closed.