გაფრთხილება!

0

12047493_857275194387224_1773907358_nბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და არენდატორებს ვაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოს გარდა, სადაც რამდენიმე წელია გააქტიურებულია ამერიკული თეთრი პეპელა, რომელიც წარმოადგენს საკარანტინო მავნებელს და ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების 300-ზე მეტ სახეობას (თუთა, ვაშლი, მსხალი, ნეკერჩხალი, იფანი, თხილი, კაკალი და სხვა) კახეთის რეგიონშიც შემოჰყვა თხილის ნერგებს მიმდინარე სეზონზე. იმისათვის, რომ არ გავრცელდეს ჩვენს რეგიონშიც და ვიყოთ დაცულები, საჭიროა ვიცოდეთ აღნიშნული მავნებლის შესახებ მოკლე ინფორმაცია.

პეპელა არის თეთრი ფერის, მაგრამ იგი არ აზიანებს მცენარეებს, დამაზიანებელია მისი პირველი და მეორე ასაკის მატლები. აღნიშნული მავნებელი კვერცხს დებს ფოთლის ქვედა მხარეს და შემდეგ კვერცხიდან გამოსული მატლები თავსდებიან აბლაბუდასმაგვარ პარკში, ხის ტოტებზე, რომელიც წაგრძელებული ფორმის აბლაბუდას ტომარას მოგვაგონებს. რამდენიმე ხნის შემდეგ მატლები ტოვებენ პარკს და ადიან ხეებზე, ანადგურებენ ხის ფოთლებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მათი გახმობა მოჰყვება ხოლმე.

მოსახლეობას ვთხოვთ, თუ შეამჩნიეთ თქვენს საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეებზე ზემოაღნიშნული აბლაბუდას ტომრები ან პარკები, გვაცნობეთ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ბოლნისის ოფისს შემდეგ ტელეფონის ნომერზე 591-91-48-55.

მთავარი სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი


Share.

Comments are closed.