შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შეფასების პრეზენტაცია გაიმართა

0

12019409_925680160854727_1326730529_oააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ“ შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შეფასების პრეზენტაცია გამართა.

კომისია საწარმოებში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. საერთაშორისო გარემოსდაცვითმა აუდიტორებმა პროფესორმა გრიგორი შმატკოვმა და ირინა ნიკოლაევამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი აუდიტის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად 6 თვიან პროექტზე ქართველი გარემოსდაცვითი აუდიტორები, გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები და წყლის ექსპერტები მუშაობდნენ. მათ საფუძვლიანად შეისწავლეს თუ რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე საწარმოო პროცესები. დამუშავების პროცესშია ის რეკომენდაციები, რომელსაც აუდიტის დასრულებისას ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ კომპანიას გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ საწარმოებში გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარება კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით 2015 წლის თებერვალში გადაწყდა.

R


Share.

Comments are closed.