„განსწავლული თაობა საქართველოს ხვალინდელი დღეა” – მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

0

1508977_787450351316086_6134786019975557491_nისევე, როგორც მთელს საქართველოში, ახალი სასწავლო წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ  სკოლებშიც დაიწყო. ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი:

,,თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს მინდა 2015-2016 სასწავლო წლის დაწყება მოგილოცოთ! განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შეაღეს სკოლის კარი. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს! განსწავლული თაობა საქართველოს ხვალინდელი დღეა“.

 


Share.

Comments are closed.