ბოლნისის ,,სიონმა’’ ერაყის ,,ალშორტა’’-სთან ამხანაგური შეხვედრა გამართა

0

11989153_921175071305236_1400602385_oეროვნული ჩემპიონატის მორიგ თამაშამდე ,,სიონმა’’ამხანაგური შეხვედრა გამართა. თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა დღეს საერთაშორისო მატჩს უმასპინძლა. ბოლნისის „სიონი’’ ერაყის ,,ალშორტას“ ’დაუპირისპირდა. თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში  ,,ალშოტას’’ კარში ,,სიონმა’’ გოლი გაიტანა, რასაც ერაყელი ფეხბურთელების გააქტიურება მოჰყვა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მატჩის მეორე ნახევარი, სტუმრებმა ,,სიონის’’ კარში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს.

,,ეს არის ამხანაგური თამაში, გუნდი აგრძელებს მომზადებას, სწორედ მსგავსი შეხვედრები დაგვეხმარება ეროვნული ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში,’’- აცხადებს საფეხბურთო კლუბ ,,სიონი’’-ს მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია.


Share.

Comments are closed.