ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსზე წარდგენილი პროექტები კომისიამ დაიწუნა

0

kulturissaministroბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსზე პრეტენდენტი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტები კომისიამ დაიწუნა. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ შპს-ებს ხარვეზების გამოსასწორებლად ერთკვირიანი ვადა მიეცათ. ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია ჩასწორებული სახით წარმოდგენილ პროექტებს ხელახლა განიხილავს. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა წარადგინა პროექტი.

შეგახსენებთ, რომ ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ბორცვზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება, ბოლნისის სამუზეუმო სივრცის პროექტირებაზე კულტურის სამინისტრომ კონკურსი აგვისტოში გამოაცხადა. კონკურსი ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული კონცეფციისა და ტექნიკურ დავალებებზე დაყრდნობით გამოცხადდა.

ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ტერიტორიაზე მოეწყობა.


Share.

Comments are closed.