ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოსწავლეთათვის საველე ექსკურსია მოაწყო

0

12062563_860495937398483_1000256293_oსასკოლო  სწავლების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, 26 სექტემბერს, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოსწავლეთათვის საველე ექსკურსია დმანისის ნაქალაქარსა და მუზეუმში განახორციელა.

საველე ექსკურსიაში ბოლნისის №1, №3, №5 საჯარო სკოლები და კერძო სკოლა დავითიანის მე-6 კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

ექსკურსია კვებით უზრუნველყო ა.ა.ი.პ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ.

,,ეს არ არის პირველი ექსკურსია, შარშანაც წავიყვანეთ ბავშვები. იქ ჩვენ გვხვდება დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ჯუმბერ კოპალიანი, რომელიც თავად უხსნის ბავშვებს თითოეული ექსპონატის მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი ინიციატივა,  გარდა ამისა  გვაქვს ვიქტორინები, ვთანამშრომლობთ სკოლებთან, გვინდა ბავშვები მივაჩვიოთ მუზეუმს, კულტურას,ისტორიას. ვიმედოვნებთ, ეს ღონისძიება გაგრძელდება, რაშიც ჩვენი გაერთიანება ძალიან გვიწყობს ხელს,“-აცხადებს ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ანნა აკოფიანი.


Share.

Comments are closed.