ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქველმოქმედო ფონდს ქმნის

0

284255_196454937082300_6120980_nფონდში შესული თანხით, რომელსაც დეპუტატები საკუთარი ხელფასიდან გაიღებენ, საკრებულო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება. აღნიშნული წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა, რაზეც ერთობლივი თანხმობა მიიღო.

„ეს იდეა დიდი ხანია გვაქვს თუმცა რეალობად დღეიდან ვაქცევთ.  ყოველი თვის ან ყოველი მეორე თვის ხელფასზე ფონდში ჩავრიცხავთ გარკვეულ თანხას, შეგროვილი თანხით კი საკრებულოს სახელით დავეხმარებით სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა.


Share.

Comments are closed.