ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება

0

8აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სუფთა და მოწესრიგებულ ოთახებთან ერთად ახალი ინვენტარი დახვდებათ. 12 საბავშვო ბაღიდან სწავლა რვა ბაღში 15 სექტემბერს დაიწყება, ხოლო ქალაქ ბოლნისის №1, №6, დაბა თამარისსა და სოფელ ქვეშში სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოსთვის განახლდება.

ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი. მოხდა სამუშაო ადგილების გაზრდა იმისათვის, რომ მუდმივად იყოს ჰიგიენის ნორმები დაცული და პატარებმა აღმზრდელობითი პროცესი სუფთა გარემოში განაგრძონ, ამაზე ახლად დასაქმებული 11 ადამიანი იზრუნებს, ისინი გაწერილი გრაფიკის მიხედვით სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

,,ყველა აღსაზრდელს და ჩემს თანამშრომელს ვულოცავ სასწავლო პროცესის დაწყებას, სწავლა ამ ეტაპზე ყველგან განახლდება, გარდა იმ ბაღებისა სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ვხვდებით, შევიძინეთ რბილი ავეჯი და ტექნიკა, თვის ბოლოსთვის შევიტანთ მაგიდებს , სკამებს და სხვა ინვენტარს, რომლებსაც  საჭიროების მიხედვით გადავანაწილებთ, თუმცა  ძველის ახლით ჩანაცვლებით პრობლემა მთლიანად არ მოგვარდება. კონტიგენტის სიმრავლის გამო დავამატეთ №2 საბავშვო ბაღში და სოფელ ქვეშში თითო ასაკობრივი ჯგუფი. მოხდა შტატების დამატებაც. მინდა გითხრათ, რომ მენეჯერებთან მქონდა საუბარი და სტუმრად მყოფი ბავშვები (იმ ბაღის აღსაზრდელები, სადაც სამუშაოები მიმინარეობს), კერძოდ ის აღსაზრდელები ვისი მშობლებიც არიან დასაქმებული დროებით ისევ დარჩებიან  სხვა ბაღებში,”-  აღნიშნა სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდოლოგიის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.

დაბა კაზრეთში სკოლის ბაზაზე გაიხსნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სასკოლო მზაობის ჯგუფი, რომელიც 5-6 წლის ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. №2 საჯარო სკოლაში 47 პატარა შეძლებს სამინისტროს მიერ დანერგილი პროგრამით სწავლებას, რომელიც გათვლილია 30 კვირაზე დღეში სამ საათიანი დატვირთვით, მათთან სამინისტროს მიერ დატრენინგებული პედაგოგი იმუშავებს, ხოლო ბაღებიში აღნიშნული პროგრამა 5-6 წლის ასაკობრივ ჯგუფებში განხორციელდება.

სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანია განუვითაროს ბავშვს მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარები, კომუნიკაცია და მეტყველება, სწავლისთვის საჭირო ნებელობა. გაუადვილოს მას ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პერიოდი.


Share.

Comments are closed.