ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა

0

284255_196454937082300_6120980_nსაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის ფართომასშტაბიან სამუშაოებს ახორციელებს. ზაფხულის პერიოდში სამუშაო პროცესით გამოწვეულმა მტვერმა მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდიან და პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ვადებს ასახელებენ.

„გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ,,ჯავა“ 10 სექტემბრიდან პროექტის დასრულებამდე იმ მონაკვეთების მორწყვას უზრუნველყოფს, სადაც კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა” სამუშაოებს 2016 წელს დაასრულებს. რეაბილიტაციის შედეგად ბოლნისის მოსახლეობა, ნაცვლად 10 საათიანი გრაფიკისა, წყალს 18-დან 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ამასთანავე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად შეეცდება თავიდან აარიდოს მოსახლეობას ყოველგვარი უსიამოვნება, რაც მშენებლობის პროცესს ბუნებრივად ახლავს თან,”- ნათქვამია განცხადებაში. 


Share.

Comments are closed.