ბოლნისელ ფრენბურთელთა მორიგი წარმატება

0

10612582_325879810923709_8516182493363989822_n7-12 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საპლიაჟო ტურნირი გაიმართა ფრენბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები.  ტურნირში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 2000-2001 წლებში დაბადებული გოგონები ასპარეზობდნენ, მათ ცხრა შეხვედრიდან ცხრავე წარმატებით დაასრულეს და პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს.

„უკვე მერვე წელია აღნიშნულ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას, გვაქვს დიდი გამოცდილება და პოტენციალი იმისა, რომ წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქალაქს. ფინალში საკმაოდ ძლიერ აზერბაიჯანის გუნდს შევხვდით, ჩვენმა გოგონებმა თავი არ დაზოგეს და პირველი ადგილი ღირსეულად მოვიპოვეთ“, – აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ჯანაძემ.


Share.

Comments are closed.