ახალგაზრდების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

0

11996551_924071664348910_1133319630_o,,ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდების განვითარების სტრატეგიის შემუშავება’’-ამ პროექტის პრეზენტაცია მოეწყო დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში,რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის და ,,ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია’’(აირა)-ახორციელებს.პროექტიკონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ,,სამოქალაქო საზოგადოება დიალოგი პროგრესისთვის’’ ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის #533 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“ დამტკიცდა. მთავრობის მიერ შემუშავებული ხედვა აღიარებს  ახალგაზრდების  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული და სოციალურ _ეკონომიკური განვით არებისთვის. ხელისუფლების რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებს , როგორც ახალგაზრდებთან ყველაზე დაახლოებულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ახალგაზრდული პოლიტიკის  ეფექტიან განხორციელებაში. ამიტომ აუცილებელია  არსებობდეს ახალგაზრდების განვითარების რეგიონული სტრატეგიული გეგმა, სადაც ასახულია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები, შესაბამისი კონკურენტული, დროში გაწერილი მიდგომები და პროგრამები. ახალგაზრდული სტრატეგიის მომზადების პროექტის შემუშავებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის პრეზენტაციას ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონი გახდეს მოწინავე, ახალგაზრდობის განვითარების კუთხით. ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ საჭიროებებზე, ინტერესებზე, შემუშავდეს შესაბამისი მიდგომები. ამ მიზნით  მომზადდა სტრატეგიის  დოკუმენტი. სწორედ ამ სტრატეგიის გაცნობა ხდება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს, რეკომენდაციებს, თუ რა უნდა იყოს დამატებით ასახული სტრატეგიულ გეგმაში“. აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივები  რეგიონული აცოციაციის’’ ხელმძღვანელმა რატი ჭეიშვილმა.

პროექტის  ფარგლებში ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით მომზადებული საბოლოო ვარიანტი,  დამტკიცდება 12 სექტემბერს.


Share.

Comments are closed.