„არემჯის თასი -2015’’ დასრულდა

0

12006729_925741427515267_1197653601_o„არემჯის თასი-2015’’-ის მფლობელი წელსაც 126-ე ბინის ახალგაზრდები გახდნენ.

დაბა კაზრეთში კომპანიის ორგანიზებით ჩატარებული ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც რვა გუნდი ასპარეზობდა საზეიმოდ დასრულდა.

ფინალური შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, ,,არემჯის თასისთვის’’ 126-ე ბინის გუნდი და ,,ღიმილის ბიჭები’’ იბძოდნენ. შეხვედრა 4:3 126 ბინის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

ცხრადღიანმა ტურნირმა სტარტი 2 სექტემბერს აიღო, ტრადიციციად ქცეულ სპორტულ ღონისძიებას დაბის მოსახლეობის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კომპანიამ ფულადი ჯილდოები გადასცა, დასახელდნენ ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები, რომლებმაც ფასიანი საჩუქრები მიიღეს.

,,არემჯის თასი’’ მოსახლეობას ერთი წლით დაემშვიდობა, ტურნირი მინი ფეხბურთში მომავალი წლის სექტემბერში კვლავ გაიმართება.



Share.

Comments are closed.