„არემჯის თასი 2015″ დაიწყო

0

11947723_820292028069885_2606599068130755982_o„არემჯის თასი 2015“-მა მინი ფეხბურთში სტარტი ორ სექტემბერს აიღო. დაბა კაზრეთში კომპანიის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით მეორე წელია ტარდება ტურნირი. ტრადიციად ქცეულ სპორტულ ღონისძიებას დაბის მოსახლეობიდან დიდი გამოხმაურება აქვს. ხალისით ჩაერთვნენ ახალგაზრდები. ცხრადღიან ტურნირში მონაწილეობას რვა გუნდი იღებს, რომლებიც კაზრეთისა  და სოფელ ბალიჭის ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული. მინი ფეხბურთში აქტიურადაა ჩართული კომპანიის უსაფრთხოების სამსახურიც. „არემჯის თასი 2015“-ის ფინალური შეხვედრა 11 სექტემბერს გაიმართება.

„შარშანდელმა შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა. სტადიონზე დაბა კაზრეთის ახალგაზრდობა იყრიდა თავს და გულშემატკივრობდა ტურნირში მონაწილე  გუნდებს. კომპანიამ წელსაც გამოთქვა სურვილი ჩაეტარებინა ეს ტურნირი, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო, მადლობა მათ ამ წამოწყებისთვის. ახალგაზრდებისთვის ეს დიდი სტიმულია. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ღირსეულ გამარჯვებულს გამოვავლენთ“-აცხადებს ტურნირის მსაჯი ბახვა მოსეშვილი.

ლევან ნარსესიანი, ტურნირის მონაწილე:

– მთელი წელი ველოდებოდით ტურნირის დაწყებას, ვემზადებოდით რომ საუკეთესოდ გვეთამაშა. მთელი კაზრეთი ჩაერთო ტურნირში, რადგან დაბაში  სხვა გასართობი არ გვაქვს.  მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „არემჯის“ ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ დამკვიდრდა ეს სპორტული შეჯიბრება როგორც ტრადიცია. შარშან დიდი გამოხმაურება ჰქონდა დაბაში და წელსაც ანალოგიურს ველოდებით. რვა გუნდი იღებს მონაწილეობას და ყველას წარმატება მინდა  ვუსურვო. დარწმუნებული ვარ საუკეთესო გუნდი გაიმარჯვებს. კომპანია პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდს ფულადი თანხით დააჯილდოებს, ასევე იქნება სხვადასხვა პრიზებიც“ -აღნიშნა კომპანია არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნატალი ნოზაძემ.


Share.

Comments are closed.