აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

2015-09-04_201654

საინფორმაციო შეხვედრა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან „რეგიონულ ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის შესახებ“ აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის პრეზენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს ქარტიის მნიშვნელობის და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო, ქარტია იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ მათი ენის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების საშუალო ვადიან პერსპექტივებზე ისაუბრა. განხილვის პროცესში, მონაწილეების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიერ ქარტიის ხელმოწერის საკითხებზე.

2015 წლის სექტემბრის ბოლოს მსგავსი ტიპის შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმსა და თბილისში.


Share.

Comments are closed.