აგროტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე ინტერაქტიული სემინარი გაიმართა

0

8343467ICCN  და Mercy Corps ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის გაიმართა ინტერაქტიული სემინარი აგროტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე.

რა შესაძლებლობები და პოტენციალი არსებობს, როგორ უნდა განვითარდეს  აგროტურიზმი, როგორ უნდა გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა რეგიონში. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი, რომელიც MercyCorps -ის კონსულტატმა აუდიტირიას გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, მულტიეროვნულ ტრადიციებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია აგროტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე. ,,აგროტურიზმი გულისხმობს ნებისმიერი ფერმერის ან სოფლის მეურნეობის მიმართულების, მებაღეობის ან აგრობიზნესის საქმიანობაში ჩართვას, იქნება ეს საგანმანათლებლო, სათავგადასავლო მიზნით თუ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.“

ლიკა მარღანია, Mercy Corps-ის კონსულტანტი:

_აგროტურიზმი განსაკუთრებული და მიმზიდველი მაშინ ხდება ვიზიტორისთვის თუ ეს კუთხე გამოირჩევა უნიკალური სანახაობით, ტრადიციებით, სოფლის მეურნეობის ძლიერი რესურსით, ჩვენ გვინდა გავიგოთ თუ რა პოტენციალი არსებობს ქვემო ქართლში, რა ბაზაა, რა რესურსები, რა შესაძლებლობები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ბოლნისში დიდი პოტენციალია აგროტურიზმის განვითარებისთვის.


Share.

Leave A Reply