12 ახალი სამუშაო ადგილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბაღებში

0

Hand in yellow glove holding spray bottleსურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალური რეკომენდაციის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები გასული წლიდან ტარდება, რომელსაც ძიძები ასრულებდნენ, გამომდინარე აქედან  აუცილებელი გახდა შტატების დამატება.

„ბოლნისის ბაღებს  თერთმეტი შტატი დაემატება, რომელიც კონკრეტულად სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ჩვენ შევთავაზეთ ბაღის დამლაგებლებს შტატის შეთავსება, მაგრამ არ მოინდომეს, გარდა კაზრეთის  საბავშვო ბაღის დამლაგებლისა. ამიტომ მხოლოდ თერთმეტ ბაღში დაემატება ახალი შტატი.  ოთახების დალაგების შემდეგ ყოველდღიურად მოხდება  სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება,  ხოლო კვირაში ორჯერ  საფუძვლიანად გაიწმინდება ყველაფერი“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.


Share.

Comments are closed.