ხატისოფლისთვის სასმელი წყლის შეუზღუდავად მისაწოდებლად სამუშაოები მიმდინარეობს

0

11889413_1018926101501842_4655534568437293905_nსოფელ ქვემო ბოლნისში, მდინარე ფოლადაურის ხეობაში, შპს „კომუნალური მეურნეობა“ სასმელი წყლის გაჭედილი მილის საძიებო სამუშაოებს ახორციელებს.
წუღრუღაშენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 კილომეტრიანი მილი, რომლითაც ხატისოფელი სასმელი წყლით მარაგდება გაიჭედა და მოსახლეობას წყლის დებეტი შემცირებით მიეწოდება. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მილის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოხდება მილის გამორეცხვა და სოფელს სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება.
მიდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.


Share.

Leave A Reply