შემოსავლების სამსახურმა ბოლნისში საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია მოაწყო

0

11880110_908514315904645_145037935_nშემოსავლების სამსახურის მომსახურების  დეპარტამენტის ორგანიზებით,  მთელი საქართველოს მასშტაბით ღია კარის დღეები ტარდება. ბოლნისში შეხვედრა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.  შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს  მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებთან და  დაინტერესებული პირებთან.  შეხვედრების მიზანია, გადამხდელებს მიეცეთ საშუალება უშუალოდ გაეცნონ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, მიიღონ განმარტებები საგადასახადო კანონმდებლობასთან,  ცალკეულ სერვისთან და სხვა  საინტერესო თემებთან დაკავშირებით.  შეხვედრა  კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.  ღონისძიებაში მონაწილეობდენ ასევე შემოსავლების სამსახურის აუდიტის,  მონიტორინგისა და ადმინისტრირების დეპარტამენტების წარმომადგენლები. აღნიშნული ფორმატით ღონისძიება  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შედგება. საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებების პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო.
,,ღია კარის დღეების ფარგლებში ვაწყობთ საგადასახადო კოდექსში გატარებული ცვლილებების პრეზენტაციას, რომელიც  მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელთა ინფორმირებას მათი საქმიანობის სფეროში მოქმედი საგადასახადო რეგულაციების თაობაზე. ადგილზე გავაცანით  კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. გადამხდელებს  ყველა  საინტერესო კითხვაზე ვაწვდით ინფორმაციას. მოსახლეობასთან შეხვედრები სიახლეების გაცნობის კუთხით რეგულარულად იმართება.’’- აღნიშნა bolnisi.ge-სთან შემოსავლების სამსახურის მომსახურების  დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა.


Share.

Comments are closed.