შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

0

11816055_905780739511336_1231085066_nდათო რეხვიაშილი, ვასილ ბასნოვი, თამარ დემურაშვილი, ნანი დიაკონიძე, ეთერ ჯაყელი- ეს ის ადამიანები არიან, ვინც ფონდ „ბოლნისისგან“ საჩუქარი მიიღო.

ფონდის წარმომადგენლები ეტლით მოსარგებლეებს ესტუმრნენ და  თანამედროვე დამხმარე მოწყობილობა სახლში მიუტანეს.  ფონდმა აქცია „სიცოცხლის ხის“ დახმარებით მოაწყო.

როგორც  ნათია ძირკველიშვილი აღნიშნავს მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები თანამემულეების დასახმარებლად ხშირად მოეწყობა. ,,იმ ადამიანებმა, ვისაც გადაადგილებისთვის ეტლი ესაჭიროება, ფონდს თხოვნით მიმართეს, ამ ეტაპზე, ფონდი „სიცოცხლის ხის“ დახმარებით, ხუთ ადამიანს მოვუტანეთ თანამედროვე ეტლები, მათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადგომა და დახმარების აღმოჩენა. უახლოეს მომავალში მსგავსი სახის აქციას კიდევ მოვაწყობთ, ფონდი „ბოლნისი“ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას აპირებს. შეძლებისდაგვარად გვერდით დავუდგებით  იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. სექტემბრიდან ფონდი არაერთი სახის საქველმოქმედო აქციას განახორციელებს“,- აცხადებს ფონდი „ბოლნისის“ დირექტორი.

„საქველმოქმედო ფონდს მივმართე და ეტლის შეძენა ვთხოვე, რომელიც ჩემს შვილს სჭირდება, რეაგირება ძალიან  მალე მოხდა, მოუტანეს სახლში დათოს ახალი ეტლი, დიდი მადლობა მათ ამისთვის“;,  -აღნიშნა დათო რეხვიაშვილი დედამ მარინა ინაძემ.


Share.

Comments are closed.