ქართული ენის დაჩქარებული მეთოდებით სწავლების პროგრამა არაქართველი მოსახლეობისთვის

0

11874188_10153496581777230_593695172_nდაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა ,,ვისწავლოთ ქართული“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ორ რეგიონში განახორციელა.  პროექტი  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფონდის მიერ ფინანსდება.  სპეციალურად ამ პროექტისთვის, ცნობილმა ფილოლოგმა კახა გაბუნიამ ქართული ენის სახელმძღვანელო „ქართული ენის დაჩქარებული კურსი არაქართულენოვანთათვის“ შექმნა. წიგნები დაიბეჭდა და რვეულთან და კალამთან ერთად საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ენის შესწავლის მსურველებს დაურიგდათ. აღნიშნულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდებით სწავლების საპილოტე პროგრამა მარტი-ივნისის პერიოდში განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში არაქართველი მოსახლეობის მხრიდან ქართული ენის შესწავლის დიდი სურვილი გამოვლინდა. მეცადინეობებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, სქესის, პროფესიის, ასაკის თუ საქმიანობის ადამიანები. მათმა უმრავლესობამ წარმატებით გადალახა ტესტური დავალებით გათვალისწინებული მაღალი ზღვარი და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, საპილოტე პროგრამა ჩაითვალა წარმატებულად და დაიწყო მისი დანერგვა მთელ საქართველოში. სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება  და 3 თვე გაგრძელდება. მეცადინეობები საჯარო სკოლებში კვირაში ორჯერ ჩატარდება. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ტესტირება ჩაუტარდებათ და წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ სერთიფიკატები.

,,ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლებმა. მათ შორის მეც დავსაქმდი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში არაქართულენოვან მოსახლეობას ვასწავლიდი ქართულ ენას. ენის დაჩქარებული სწავლების სამ თვიანი კურსისა და შემაჯამებელი ტესტირების წარმატებით გავლისათვის გაიცა სერთიფიკატი, აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა და მსმენელები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ“- აღნიშნა bolnisi.ge-სთან საუბარში   პედაგოგმა ნონა მემანიშვილმა.

 


Share.

Leave A Reply