ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ადგილობრივებს გამგებლის წარმომადგენლი წარუდგინა

0

11844090_908505995905477_469475318_nბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე სოფელ ბოლნისის მკვიდრი არმენ არუთინიანი დაინიშნა. იგი ადგილობრივებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ნუკრი ანდრიაძემ წარუდგინა.

როგორც ახლადდანიშნული წარმომადგენელი ამბობს, სოფლის პრობლემებს კარგად იცნობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მოსახლეობამ თავი კარგად იგრძნოს.

არმენ არუთინიანი დაიბადა სოფელ ბოლნისში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1976-1982 წლებში სწავლობდა სომხეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში „საბუღალტრო აღრიცხვა და ანალიზი სოფლის მეურნეობაში“ ფაკუტეტზე. მუშაობდა ბუღალტერ-ეკონომისტად,  სოფელ ბოლნისში სახელმწიფო მეურნეობის დირექტორად. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.


Share.

Comments are closed.