უფასო ინტერნეტი კაზრეთს – მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის სურვილი გაითვალისწინა

0

403936_393007447427047_2050475807_nბოლნისის მუნიციპალიტეტმა განცხადება გაავრცელა, მუნიციპალიტეტი დაბა კაზრეთის მოსახლეობას იმ ადგილების შერჩევას სთხოვს სადაც უფასო ინტერნეტით სარგებლობა სურთ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უფასო ინტერნეტი ბოლნისის სკვერებსა და კულტურისა და დასვენების პარკში ჩაირთო, რასაც ბოლნისელების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დაბა კაზრეთის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა მათაც ჰქონოდათ საშუალება აღნიშნული სერვისით სარგებლობის.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან რეაგირებამ არ დააყოვნა და კაზრეთელების თხოვნა უახლოეს ხანში დაკმაყოფილდება.

Wi-Fi იმ ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელსაც ადგილობრივები თავად შეარჩევენ. დაბაში უფასო ინტერნეტი სამ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ჩაირთვება.


Share.

Comments are closed.