30 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლის რწმუნებულ გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ბოლნისში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. სტუმრებმა თავდაპირველად სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი დაათვალიერეს, შემდეგ ყოფილი ავტოტექნიკური ფარეხის ტერიტორია მოინახულეს და შეაფასეს, რომელიც ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, შესაძლოა თანამედროვე სპორტულ ბაზად ჩამოყალიბდეს. მინისტრმა სოფელ რატევნის საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა, რის შემდეგაც ფოლადაურში ყოფილი პიონერთა ბანაკების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სადაც უახლოეს მომავალში მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ-ახალგაზრდული ბანაკების ჩამოყალიბება იგეგმება.
სტუმრები ბოლნისში ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩსაც დაესწრნენ და ახალგაზრდა სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული აღჭურვილობა გადასცეს.