სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი მეთოდოლოგია

0

11825902_1036622456357420_7956595027184611908_nშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველებისათვის განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისათვის დახმარების ინტენსიური შეწყვეტის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის საპასუხოდ ბრიფინგზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველებისათვის გამოყოფილი გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ, ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზაში დამატებული ოჯახებისა და გაზრდილი სოციალური დახმარების სტატისტიკა. ზაზა სოფრომაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც შეუჩერდათ დახმარება ახალი მეთოდოლოგიის ტესტურ რეჟიმში მუშაობის დროს, დახმარება აღუდგებათ და 20 აგვისტოს მიიღებენ შეჩერებული თვეების კომპენსაციას. სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახების რაოდენობის ცვლილება კი ბუნებრივი და მუდმივად მიმდინარე პროცესია ოჯახების სოციალური მდგოამრეობის ცვლილების პარალელურად. სახელმწიფო ვალდებულია უპირველესად დააკმაყოფილოს უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები.
ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და UNICEF-ის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი თინა ბაუმი. როგორც ხუნდაძემ საზოგადოებას განუმარტა, ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსალოდნელი შეწყვეტისა და სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების შეჩერების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, სახელმწიფო მზად არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაზრდილი ფინანსური საჭიროება დააკმაყოფილოს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური დახმარება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს.


Share.

Comments are closed.