სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოინახულა

0

11855900_1005635959497523_6337476790993536751_nბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის 46 სოფელსა და 2 დაბაში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა სამუშოები ხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიუტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა დღეს პირველ მოადგილესა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად რამდენიმე სოფელი მოინახულა და დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
სოფელ ცურტავში 2015 წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში 640 მ2 შიდა გზა მოასფალტდა. სოფელში ასევე სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.
ცურტავის შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ ხიდისყურს ესტუმრნენ და სოფლის სასაფლაოს შემოღობვის სამუშოები დაათვალიერეს. სოფელმა სასაფლაოს შემოღობვა პრიორიტეტად სოფლის კრებაზე დაასახელა.
სოფელ ტალავერში ამჟამად სოფლის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემების ახალი ქსელის მოწყობა ხორციელდება. სოფლის ერთ უბანს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. ახალი ქსელის მშენებლობის შემდეგ, სასმელი წყლის პრობელემა 250 ოჯახს მოუგვარდება. ამით სოფელში აღნიშნული საკითხი საბოლოოდ მოგვარდება.
სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა სოფელ მამხუტში. რეზერვუარიდან მომავალ მაგისტრალს, რომელიც წლების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოსახლეობა წლების წინ სოფელში მხოლოდ ტექნიკურ წყალს მოიხმარდა, სასმელი წყლის ოჯახებში მიტანა კი რამდენიმე კილომეტრიდან უწევდათ.
აღნიშნულ სამუშოებში დასაქმებული იყო ადგილობრივი მუშახელი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში უკვე მე-7 წელია ხორციელდება და იგი სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითვალისწინებს.


Share.

Comments are closed.