სოფელ ტანძიაში აგვისტოს ომს ღონისძიება მიეძღვნა

0

11880812_416667628534465_1472517064_n„გოდებს ქართლის მიწა, ქართველს არ ესროლოთ ბიჭებო“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც სოფელ ტანძიის ბიბლიოთეკაში ჩატარდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნა. პატარა მკითხველებმა პატრიოტიზმით გაჯერებული ლექსები და სიმღერები შეასრულეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული თანასოფლელი საბა დადვანი, რომელმაც სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა თავი. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად ბიბლიოთეკების კურატორი და მენეჯერები დაესწრნენ.

„მტკივნეულია აგვისტოს ომის გახსენება, ბავშვებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი, ტრაგიკული ისტორია და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. გმირის დედასაც ვესტუმრეთ, მან საბას შესახებ გვიამბო. შვილ მკვდარი დედა შეძლებისდაგვარად გავამხნევეთ. ვფიქრობ, ცოტათი მაინც შევუმსუბუქეთ ის ტკივილი, რომელიც არასოდეს ქრება. ეს დღე ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. მადლობა სოფელ ტანძიის ბიბლიოთეკის მენეჯერს და ბავშვებს“.-აღნიშნა ბიბლიოთეკების კურატორმა ეკა ჩაგელიშვილმა.


Share.

Comments are closed.