სოფელ რატევნის შესასვლელში წყაროს კეთილმოწყობა დასრულდა

0

11850762_414961588705069_892514941_n2008 წელს ომში დაღუპული  ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის  წყაროს კეთილმოწყობა დასრულდა.  წყარო რამდენიმე წლის წინ გმირის სახელის უკვდავსაყოფად მოეწყო. წელს კი  მისი გარე პერიმეტრი მოპირკეთდა, შემოიღოიბა ტერიტორია, დაიდგა სკამები და დამონტადა თანამედროვე დეკორატიული განათება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დათო მაშინ იმდენად პატარა იყო,  ვერ აცნობიერებდა, რომ მამა სამშობლოს კეთილდღეობას შეეწირა, თუმცა დღეს კარგად იცის,  რომ ნოდარ დევნოზაშვილი და მასთან ერთად დაღუპულები, ისტორიის ფურცლებზე ჩვენი დროის გმირებად ჩაიწერნენ.

,,ძალიან გვინდოდა მამაჩემის სახელობის წყაროს კეთილმოწყობა დასრულებულიყო, ღია ტერიტორიას ხშირად საქონელი აზიანებდა, მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარება ვთხოვეთ, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი სურვილი, მადლობა მას გვერდში დგომისთვის,’’- აცხადებს დავით დევნოზაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან შვიდი წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი, დაიჭრა 1747.  თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ომში დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომმა გაზარდა შაოსან დედათა რიცხვი, ასობით ადამიანი საკუთარ მიწა წყალზე დევნილად იქცა.


Share.

Comments are closed.