„სიონი“ შინ ბრუნდება – ფეხბურთის ფედერაციის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

0

11828619_1005530829508036_95781158147895579_nბოლნისის თეიმურაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს „ეროვნული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება“ დაუბრუნდა. ეს უფლება დაახლოებით ორწელიწადნახვერის წინ შეეზღუდა, ვინაიდან სტადიონთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, აქედან გამომდინარე „სიონი“ სახლის თამაშებს თბილისში თამაშობდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გუნდის ხელმძღვანელობის დიდი მონდომებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მოგვარდა მინდვრის საფარის, უსაფრთხოების ზონის, გასახდელებისა და საპირფარეშოების პრობლემა, სტადიონის ადმინისტრაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. შეიცვალა სათამაშო კარებები, გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე მანძილი არ აკმაყოფილებდა შესაბამის ნორმებს და ჩატარდა დამატებითი ღონისძიებები. ფეხბურთის ფედერაციის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სტადიონი სრულ მზადყოფნაშია საქართველოს 2015-2016 წლის ოცდამეშვიდე ჩემპოინატის უმაღლესი ლიგის თამაშს უმასპინძლოს, რომელიც 30 აგვისტოს გაიმართება. ბოლნისის „სიონი“ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.


Share.

Comments are closed.