„სიონი” „რუსთავს” ბოლნისში უმასპინძლებს

0

11231257_1005535186174267_3731525204892300189_n რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბოლნისური კლუბი საკუთარ კედლებს უბრუნდება. „სიონი” პირველ საშინაო მატჩს, საქართველოს თასზე, ”რუსთავის” წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით გუნდს საკუთარ მოედანზე თამაშის საშუალება მიეცა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მონდომებითა და მხარდაჭერით სტადიონზე არსებული პრობლემები მოგვარდა. დღეისათვის მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. მოედნის გარშემო დაცულია უსაფრთხოება, მოწესრიგდა გასახდელები.

ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონი სტუმართა მისაღებად მზადაა. ტრიბუნები ბოლნისელ გულშეატკივარს ელის, შეხვედრა 18 აგვისტოს 17 საათზე გაიმართება.


Share.

Comments are closed.