სასულიერო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა

0

11540822_826387447457196_8305180610065891419_oააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის” ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.

2014-2015 სასწავლო წელი სულ  10 მოსწავლემ დაამთავრა. მათგან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა ცხრა მოსწავლე, ცხრავემ წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა. სახელმწიფო დაფინანსება მიიღო ორმა მოსწავლემ ლაშა მაისურაძემ და დავით ავქოფაშვილმა, 50% გრანტი მოიპოვეს ბექა ბესალაშვილმა, დავით ჩუმაშვილმა და გოჩა დადვანმა.

მუნიციპალიტეტის დანარჩენი სკოლების კურსდამთავრებულთა შედეგებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.


Share.

Comments are closed.