საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0

11855540_880814051968443_1077896483_nა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელად თეონა აბრამიშვილი დაინიშნა, რომელიც დიდი მონდომებითა და შემართებით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. თანამშრომლებს შეხვდა და გუნდური მუშაობისკენ მოუწოდა.

,,მინდა  მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.  ამ ეტაპზე ვეცნობი სამსახურში არსებულ მდგომარეობას,  შევხვდი  თანამშრომლებს,  ჩემი მიზანია  კულტურის ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული და საჩვენებელი ა(ა)იპ-ი იყოს,’’- აცხადებს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.

თეონა აბრამიშვილი  ქალაქ ბოლნისში  დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა №1 საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩააბარა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად გაიარა ბუღალტერიისა და აუდიტის კურსები. სტაჟირება გაიარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2010 წელს მუშაობა დაიწყო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. 2012-2013 წლებში  მუშაობდა იურისტ -კონსულტანტად, ხოლო 2013 წლის მარტის თვიდან დღემდე,  საქართველოს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში მენეჯერის პოზიციას იკავებდა.


Share.

Comments are closed.