სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა. რამდენიმე წუთის წინ სამინისტრომ საგანგებო განცხადაება გაავრცელა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება და არ შეესაბამება სიმართლეს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.