ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახალ გარემოში განაახლებენ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული საბავშვო ბაღების რემონტი აქტიურ ფაზაში შევიდა. ქ. ბოლნისის N1, N6, სოფელ ქვეშისა და დაბა თამარისის ბაღებში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. სრულად შეიცვალა სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და კეთილმოეწყო ეზოს შიდა პერიმეტრი. სარემონტო სამუშოები ოთხივე ბაღში სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. მიმდინარე პროცესი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა.
საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება
0
Share.