როგორი შეფასებები გაკეთდა „სიონი” „შუქურას” შეხვედრის შემდეგ

0

11917668_1021024454575018_814942421907317401_n30 აგვისტროს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი, ბოლნისის „სიონსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სამ-წლიანი პაუზის შემდეგ, „სიონმა“ ეროვნული ჩემპიონატის მატჩი პირველად გამართა საკუთარ კედლებში და გულშემატკივრებიც გაახარა. შეხვედრის პირველი ნაწილი მეტ-ნაკლებად მაღალ ტემპში წარიმართა. გუნდებმა რამდენიმეჯერ გაცვალეს სახიფათო მომენტები. მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმი ბოლნისელი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო. 69-ე წუთზე პირველი გოლი მეტოქის კარში დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, რასაც ოთარ კობერიძის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.

სამი ტურის შემდეგ, „სიონს“ 7 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს ცხრილში. სულ კი, ბოლნისელებს ხუთი წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდათ.

მომდევნო ტურს „სიონი“ ქუთაისის „საპოვნელას“ წინააღმდეგ 12 სექტემბერს გამართავს.

„სიონისა“ და „შუქურას“ დაპირისპირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ესწრებოდნენ.


Share.

Comments are closed.