18 აგვისტოს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო სეზონი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებით დაიწყო. ბოლნისის „სიონმა“ რუსთავის „რუსთავს“ უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისელი ფეხბურთელები აშკარა უპირატესობით თამაშობდნენ და უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მეტოქის კარში გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს და შეხვედრა 0-0 დასრულდა. განმეორებითი თამაში 26 აგვისტოს, რუსთავში „ფოლადის“ სტადიონზე გაიმართება.
როგორი შეფასებები გაკეთდა „სიონი” „რუსთავის” შეხვედრის შემდეგ
0
Share.