მუნიციპალიტეტმა 19 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

0

284255_196454937082300_6120980_nბოლნისის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა 19 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა 19 ვაკანსიაზე გამოაცხადა კონკურსი. კერძოდ:

1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის, სოფელ ცურტავის და სოფელ ფარიზის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა და მწყნეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის და სოფელ სავანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი და სენების ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი, და საბერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
7. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად;
8. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი და ხატავეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენილის თანამდებობის დასაკავებლად;
9. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და ჭრეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენილის თანამდებობის დასაკავებლად.
10. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი სპეციალისტის 7 თანამდებობის დასაკავებლად;
11. გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ერთი თანამდებობის დასაკავებლად;
12. გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი მთავარი სპეციალისტის ერთი თანამდებობის დასაკავებლად;
13. გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკის განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ერთი თანამდებობის დასაკავებლად.
მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge

აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2015 წლის 26 აგვისტო .

კონკურსში ჩასაბარებელი სამართლებრივი აქტები შეგიძლიათ იხილოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე:www.bolnisi.gov.ge


Share.

Comments are closed.