მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

0

11895100_1015163881878064_7896604673583958234_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ რაჭისუბანში წელს გამოყოფილი თანხებით არსებული რიტუალების სახლის ელექტროფიკაცია და გარე ფარდულის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. სამშენებლო სამუშოები სექტემბრის პირველ დეკადაში დასრულდება.
სოფელ მწყნეთში 279 მოსახლე ცხოვრობს. 2015 წლის სოფლის პროგრამით სარიტუალო ინვენტარის შესანახი ნაგებობა მოეწყობა.
ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დღეს სოფელ სავანეთსაც ესტუმრნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ. სოფლის პროგრამის ფარგლებში 1080 გრძივ მეტრზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. მოძველებული მილები ახალი პოლიეთილენის მილებით იცვლება. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან საუბრისას სოფლის გარე განათების ქსელის მოწყობა მოითხოვა. გოგი მეშველიანმა მათ საკითხების ეტაპობრივად მოგვარება აღუთქვა.
სოფელ არქევანში წელს მოსახლეობამ სოფლის კრებაზე რიტუალების სახლის ფარდულის მიშენება და გვერდითი გადახურვა მოითხოვა.სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მშენებლობის ვადები 10 სექტემბრამდეა განსაზღვრული. სოფელში გარდა ამისა სარწყავ არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.გაიწმინდა 5 კილომეტრიანი მონაკვეთი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში უკვე მე-7 წელია ხორციელდება და ის სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.


Share.

Leave A Reply