მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სოფლის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

0

11822968_1010631802331272_3129790667270908878_oსოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ინფრასტრტუქტურული პრობლემები გვარდება. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ობიექტი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.სოფლის მაცხოვრებლებმა 2015 წელს სოფლის კრებებზე პრიორიტეტები თავად განსაზღვრეს, რაც ძირითადად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციას, შიდა გზების მოწესრიგებასა და რიტუალების სახლების დასრულებას შეეხებოდა.
სოფელ ძველი ქვეშში წელს არსებული რიტუალების სახლის სახურავი მთლიანად შეიცვლება. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ობიექტი უახლოეს მომავალშიუ დასრულდება.
პროგრამის ფარგლებში სოფელ დარბაზში სასმელი წყლის ძველ სისტემას ახალი ჩაანაცვლებს. იცვლება ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც ხშირად ზიანდებოდა. თუმცა აღნიშნულ პრობლემა მთლიანად ვერ გვარდება, სოფლის ნაწილი, სადაც 80 ოჯახი ცხოვრობს, წლებია სასმელი წყლის გარეშეა, მოსახლეობას შორი მანძილიდან უწევს წყლის ზიდვა. მუნიციპალიტეტის გამგებელი პრობლემას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
სოფლის განვითარების პროგრამით გარკვეულ ობიექტებზე სამუშაოები დასრულდა, რამდენიმე სოფელში კი უახლოეს მომავალში დაიწყება.


Share.

Comments are closed.