
აგვისტოს მოვლენებს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სამი ვაჯკაცის სიცოცხლე შეეწირა, მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მამა თეოდორემ აღავლინა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2008წლის მოვლენების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო. თითოეულ ოჯახს მუნიციპალიტეტი 500 ლარის ოდენობის თანხას გადასცემს.