კომპანია „ნეტაფიმმა” ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

11911969_837512773030133_1280564686_nკომპანია ნეტაფიმმა თი ბი სი ბანკთან ერთად მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის და  გამგებლის წარმომადგენლებისთვის ნეტაფიმის პროდუქციაზე ერთობლივი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. საინფორმაციო შეხვედრის ძირითად მიზანს  სარწყავი და სასათბურე სისტემის პრეზენტაცია წარმოადგენდა. ნეტაფიმი არის მსოფლიოში ერთ-ერთი თანამედროვე სარწყავი სისტემების და სასათბურე კონსტრუქციების კომპანია 50 წლიანი გამოცდილებით. ნეტაფიმის მომხმარებელს საშუალებას აძლევს  მოსავლის მიღებაში სასურველ შედეგს  ნაკლები დანახარჯებით მიაღწიოს.

არონ გაგულაშვილი ნეტაფიმის წარმომადგენელი საქართველოში:

– თი ბი სი ბანკთან ერთად შევიმუშავეთ პროგრამა უახლოესი და თანამედროვე წვეთოვანი და სასათბურე სისტემაზე, ეს კომპანია თავისი მაღალხარისხიანი პროდუქციით 120 ქვეყანაშია ცნობილი და აპრობირებული. ეს არის წვეთოვანი სისტემების ლიდერი მსოფლიოში.

ვერიკო ხომერიკი, თი ბი სი ბანკის წარმომადგენელი:

– ნეტაფიმთან ერთად ფერმერებსა და მიწათმოქმედებს  საშუალებას ვაძლევთ 0% -იანი შეღავათიანი პირობებით შეიძინონ თანამედროვე სარწყავი სისტემა წყლის დანაზოგით  სასუქების ეკონომიით, ნაკლები დანახარჯებით და მეტი მოსავლის მიღებით.


Share.

Comments are closed.