კაზრეთში ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო’’დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართ

0

11218762_1004907872903665_391027873318517469_n,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების’’ პროგრამა სახელმწიფოს დაფინანსებით წელს პირველად ამოქმედდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო, პროგრამის განსახორციელებლად თანხა არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ. პრეზენტაცია დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მოსახლეობას გააცნო სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემუშავებული სერვისები, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: მიგრანტების ღირსეულ რეინტეგრაციას და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას. სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო.

პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად ერთ წელზე მეტი ვადით იმყოფებიან საზღვარგარეთ, მათ, ვისაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით. რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვა მიგრანტს სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციაზე, მათ შორის ტრეფიკინგის საფრთხეებზე და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


Share.

Comments are closed.