რამდენიმე დღეა ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის სამონასტრო კომპლექსზე დეკორატიული ღამის განათება დამონტაჟდა. განათებული ტაძარი ღამის ბოლნისს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. სამუშოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ორი თვის წინ მონასტრის ელექტროფიკაციის სამუშოებიც განახორციელა.
წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრის მშენებლობა ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის ლოცვა-კურთხევით 7 წლის წინ დაიწყო, ტაძარი შემოწირულობებით აშენდა.
სამონასტრო კომპლექსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად უკვე იქცა.
ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის სამონასტრო კომპლექსზე დეკორატიული ღამის განათება დამონტაჟდა
0
Share.