ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია „არემჯის” ერთობლივი ინიციატივით დაბის მცხოვრებლებს დიდი ხნის ოცნება აუსრულდათ და კიდევ ერთი გასართობი ადგილი გაუჩნდათ. კომპანია “არემჯის” ფინანსური მხარდაჭერით “საქართველოს ეკოლოგიის ბილიკის ასოციაციამ” დაბა კაზრეთში პარკის ტერიტორიაზე შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. 17 აგვისტოს პარკი საზეიმოდ გაიხნსა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც კომპანიისა და “ეკოლოგიური ბილიკის” წარმომადგენლები, ასევე მუნუციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვერა გიორგაძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კაზრეთის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მართვეს” მოცეკვავეებმა.
დაბა კაზრეთში პარკის ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
0
Share.