დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭს გამგებლის ახალი წარმომადგენელი ჰყავს

0

11796380_1004992366228549_8916907084889249610_n (1)ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად დღეს თანამშრომლებს დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭში გამგებლის ახალი წარმომადგენელი გააცნო. პროფესიით აგროტექნოლოგი 25 წლის ვერა გიორგაძე აღნიშნულ პოზიციაზე საჯარო მოხელეთა კონკურსის წესით დაინიშნა. გამგებლის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს ახალი კადრი წარუდგინა, როგორც მონდომებული, პატიოსანი და გამოცდილი.

ვერა გიორგაძემ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,დღეს წარვადგინეთ ვერა გიორგაძე გამგებლის წარმომადგენელი დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში. ვერა ახალგაზრდა კადრია, თუმცა არის საკმაოდ გამოცდილი, ნიჭიერი, და პასუხისმგებლობის მქონე. დღეიდან იგი ჩაერთვება საქმიანობაში, რომელსაც მუნიციპალიტეტში ვაწარმოებთ. იმედია, ვერა ჩვენს იმედებს გაამართლებს და ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს, რაც მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე იქნება, ერთობლივად დროულად გადავჭრით“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Comments are closed.