ბოლნისში აგროტურიზმის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

0

11874066_837512469696830_1184435736_nსაერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰორიზონტის გაფართოებამ გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ICCW და Mercycarps-თან ერთად USAID ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში აგროტურიზმის განვითარებაზე გამართა ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია. რა არის აგროტურიზმი, რა შესაძლებლობები არსებობს და როგორ შეიძლება განვითარდეს ის ჩვენს რეგიონში, ამ თემაზე საინფორმაციო სემინარი საერთაშორისო კონსულტანტმა სანდრა ვილეტმა ჩაატარა.

აგროტურიზმის მთავარი არსი ვიზიტორის მოზიდვა და მისი დაინტერესებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს საქართველოში ვიზიტორების მხრიდან მეტი მოთხოვნა სწორედ აგროტურიზმზეა, ვინაიდან ტურისტი დიდ გამოცდილებას იღებს, ეცნობა და უშუალო მონაწილე ხდება სხვადასხვა საქმიანობის, მაგალითად როგორიცაა ღვინის დაწურვა, თაფლის წარმოება, ცხენოსნობა, ქართული ეროვნული კერძების მომზადება და ასე შემდეგ.

პროექტი აგროტურიზმის განვითარების შესახებ ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ხორციელდება.

„ეს პროექტი ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ხორციელდება, ვინაიდან ეს ორი რეგიონი მჭიდრო კავშირშია სოფლის მეურნეობასთან. აგროტურიზმი და სოფლის მეურნეობა თანაკვეთაა“,- განაცხადა ბიზნესის შესაძლებლობების კოორდინატორმა მარიამ ზამბახიძემ.

სანდრა ვილეტი, საერთაშორისო კონსულტანტი აგროტურიზმის დარგში:

-ჩვენ გვინდა გავიგოთ თუ რა პოტენციალია ქვემო ქართლში და რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს აგროტურიზმს. გვსურს გავეცნოთ არსებულ სიტუაციას, შევაფასოთ და შემდეგ მოვახდინოთ ამ ყველაფრის დოკუმენტირება.


Share.

Comments are closed.