ბოლნისს უცხოელი ფინანსისტები სტუმრობდნენ

0

11855686_1009261909134928_707871157664431975_nგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ისრაელის სახელმწიფოს ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტები საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. 15-16 აგვისტოს სტუმრები შეხვედრას გამართავენ ყვარელში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. 10 კაციანი დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპლლიტეტს ეწვია. შეხვედრა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა, სტუმრებს მასპინძლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაუწია.

შეხვედრა სტუმრებისთვის გაიმართა მოკლე პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გაცნობას. პროექტორზე ნაჩვენები იყო მუნიციპალიტეტის ისტორია, ღირსშესანიშნაობები და სამრეწველო პოტენციალი. სტუმრების ინტერესი გერმანელი კოლონისტების ისტორიამ გამოიწვია, ისინი მუნიციპალიტეტის მუშაობის სტრუქტურითა და ფინანსური კუთხითაც დაინტერესდნენ. დელეგაციამ საკუთარ ქვეყანაში დანერგილ სიახლეებზეც ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ვიზიტი მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ისტორიულ უბნებში გაგრძელდა. სტუმრები იქ დაცულმა ექსპონატებმა და გერმანული ქუჩების არქიტექტურამ მოხიბლა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სტუმრებს გერმანელი კოლონისტების მიერ აგებული ღვინის ქარხანა, სადეგუსტაციო დარბაზი და ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერებინა.


Share.

Comments are closed.